Terms & Conditions
მომსახურებათა აღწერილობა      
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
WebHostinG.Ge გთავაზობთ ვებ ჰოსტინგ მომსახურაბას, რომელიც რეგულირდება ქვემოთ მოყვანილი პირობების საფუძველზე.
აკრძალვები და შეზღუდვები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აკრძალულია WebHostinG.Ge მომსახურების გამოყენება იმ სახის ინფორმაციის შენახვისა და გავრცელებისათვის, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებთან. არასრული ჩამონათვალი აკრძალული მასალებისა მოიცავს:
- ძალადობისკენ მოწოდებებს
- პორნოგრაფიას
- არალიცენზირებულ პროგრამებს
- არალეგალურ ვიდეო-აუდიო ფაილებს
ასევე აკრძალულია IRC- და Game-სერვერების დაყენება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას განთავსებული მასალების არაკანონიერების/არასასურველობის შესახებ იღებსWebHostinG.Ge ხელმძღვანელობა.
"კომპანია" უფლებას იტოვებს "მომხმარებლის" ჰოსტინგ-სერვისი დაბლოკოს გაფრთხილების შემდგომ, თუ უკანასკნელი ახდენს "კომპანიის" სერვერის რესურსის გადაჭარბებულ გამოყენებას, რის შედეგადაც ხდება სხვა მომხმარებლების შეფერხება.
მხარეთა პასუხისმგებლობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
WebHostinG.Ge სერვისი მომხმარებელს სთავაზობს 99.5%-იან გარანტიას ჩვენი სერვერის მუშაობაზე. ეს მონაცემი აღებულია ყოველთვიური მონიტორინგის გასაშუალოებული შედეგებიდან. თუ სერვერის მოცდენის საშუალო დრო თვეში აღემატება 0,5 %-ს, და ეს მოცდენა არ არის განპირობებული ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისებით, WebHostinG.Ge ინდივიდუალური წესით მოახდენს დამატებითი მომსახურების ხარჯზე მოცდენის პერიოდის კომპენსირებას. ამასთანავე, WebHostinG.Ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო მატერიალურ თუ ფინანსურ ზარალზე, რაც სერვერის მოცდენამ შეიძლება მიაყენოს მომხმარებელს.
კონფიდენციალურობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
WebHostinG.Ge იღებს ვალდებულებას - დაიცვას კონფიდენციალურობა ”დამკვეთის” მიერ მოწოდებულ თუ სერვერზე განთავსებულ მასალებზე, არ შეინახოს და არ გაავრცელოს ისინი.
 
© 2004 - 2007 WebHostinG.Ge. All right Reserved